LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობებთან დაკავშირებით რეგულაციები ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გამკაცრდა -კახა კალაძე

კახი კალაძე

დედაქალაქის მერის თქმით, მშენებლობებთან დაკავშირებით რეგულაციები მათი ხელისუფლების პირობებში გამკაცრდა, ასევე გაიზარდა ჯარიმები. კახა კალაძის განმარტებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტში იქნება გადაგზავნილი.

“რეგულაციები ჩვენს პირობებში მნიშვნელოვნად გამკაცრდა. მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გადაგზავნილი იქნება პარლამენტში. დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მხარდაჭერა, რათა მძიმე წარსულის შედეგები თავიდან ავიცილოთ. გაგაცნობთ, რა რეგულაციები ამოქმედდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ათჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობების გაგრძელებაზე და გახდა 10 000 ლარი. 2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე  25 000 ლარი. ოთხჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე – 15 000 ლარი. სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესები დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა 10-ჯერ და გახდა 30 000 ლარი. ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, მისი რესურსი ორჯერ გაიზარდა და დღეისთვის 300 ადამიანისგან შედგება, რომლებიც სამშენებლო დარღვევებზე რეაგირებენ. ასევე დაგვემატა ხმაურის რეგულირება და მოწესრიგება და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. რაც ეს ცვლილებები განვახორციელე, 2018 წლის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ჯარიმა გამოწერეს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები