პროფესორი, თამარ გაგოშიძე „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში მშობლებისა და მასწავლებლების მიერ არასწორი სიტყვების დამღუპველ შედეგებზე საუბრობს:
„მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოველი მათი სიტყვა კლავს ნეირონს. რა ემართება ბავშვების ნეირონებს სტრესის შემთხვევაში, აგრესიული ქმედების, ძალადობის შემთხვევაში, ეს რომ მათ იცოდნენ, ასე აღარ მოიქცეოდნენ. ეს ეხება როგორც ღია აგრესიას, ასევე ფარულ აგრესიას, როგორიცაა დაცინვა. ესეც ცვლის ნეირონალურ კავშირებს“ – ამბობს გაგოშიძე.