LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს პუტინი დაეკარგა: რუსეთის პრეზიდენტი ფოტოსესიამდე გაქრა (ვიდეო)

358
iooo

კრემლის ჟურნალისტი დიმიტრი სმირნოვი Twitter-ის გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, როგორ ეძებენ სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. როდესაც ქვეყნების ლიდერებმა საერთო ფოტოს გადასაღებად, თავიანთი ადგილები დაიკავეს, აღმოაჩინეს, რომ იქ რუსეთის პრეზიდენტი არ იყო.

ვიდეოში ჩანს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეშფოთებული სახეები. ვლადიმირ პუტინი რამდენიმე წამში გამოჩნდა.

 

რუსეთის პრეზიდენტი და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები ბერლინში, ლიბიის საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ. სამიტზე 16 სახელმწიფოს და ორგანიზაციის წარმომადგენელებმა, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ლიბიაში შეიარაღების შეტანაზე ემბარგოს უჭერს მხარს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ შეზღუდვის შესრულების მონიტორინგს ითვალისწინებს.

შეთანხმება გაეროს უშიშროების საბჭოში გაიგზავნება, რომელმაც მას კენჭი უნდა უყაროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები