LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე მარტოხელა სპილომ სიყვარული იპოვა

314
34

კავაანი, 35 წლის აზიელი სპილო, რომელიც პაკისტანში გადაარჩინეს და კამბოჯაში ჩაიყვანეს, „მსოფლიოში ყველაზე მარტოხელა სპილო“ აღარ იქნება.

ტრავმირებულმა ცხოველმა ნელ–ნელა სოციალიზაცია დაიწყო და სხვა სპილოებთან ურთიერთობაც მოეწონა. უფრო ზუსტად კი კავაანი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებით მოიხიბლა.

ამჟამად სპილო ნაკრძალში ცხოვრობს, სადაც მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას ეჩვევა და ველურ ბუნებაში მას მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გაუშვებენ.

„ჩვენი ნომერ პირველი მისია, მისი კვება და იმის სწავლებაა თუ როგორ უნდა იცხოვროს ველურ ბუნებაში.სპილოები – ძალიან ემოციური არსებები არიან, მათ ისევე შეუძლიათ სიყვარული როგორც ადამიანებს. აქ ჩამოსვლამდე კავაანმა შეყვარებული დაკარგა და ის დღემდე ძალიან ენატრება. თუმცა, უკვე ვამჩნევთ, რომ ის ერთ–ერთი სპილოს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს და ქალბატონისგანაც შესაბამის რეაქციას იღებს.“ – აცხადებს კამბოჯის ნაკრძალის პრეზიდენტი სოკ ჰონგი.

„კავაანის ისტორია მთელმა მსოფლიომ გულთან ახლოს მიიტანა და მას ყველაზე მარტოხელა სპილო შეარქვეს. თუმცა ის მარტოხელა უკვე აღარ არის. ჩვენ გვჯერა რომ წინ დიდი სიყვარულის ისტორია გველოდება“

შეგახსენებთ, რომ კავაანი 1985 წლიდან პაკისტანის ზოოპარკში ცხოვრობდა. 1990 წელს მას ვოლიერში მდედრი სახელად საჰელი შეუსახლეს და ის 2012 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ კავაანი სულ მარტო იყო, მას საცირკო სანახაობებისთვის იყენებდნენ და რომ არა ცხოველთა უფლებების დამცველები, შესაძლოა ის ახლა ცოცხალიც აღარ ყოფილიყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები