საზოგადოება 24 აპრილს გაიგებს, თუ როგორია მთავრობის ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა. აღნიშნული გეგმის პროექტის წარდგენა სწორედ პარასკევს მოხდება. თემაზე რამდენიმე წუთის წინ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
„პარასკევს, 24 აპრილს, საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს და მთლიანად პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი. ეს არის – მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება, 27 აპრილიდან გადაადგილების შეზღუდვები მოიხსნება
"ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდაგავრცელების ეტაპზეა".
მისივე თქმით, მოსახლეობა რაც უფრო ზუსტად და მკაცრად დაიცავს შეზღუდვებს, მთავრობას მით უფრო სწრაფად შეეძლება აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება, 27 აპრილიდან კი გადაადგილების შეზღუდვები მოიხსნება.