საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გადაიწევს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, რასაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.
27 აპრილიდან საქართველოში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კორონავირუსის გლობალური გამოწვევა ძალიან მძიმედ აისახება როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს მთავრობის ბრძოლა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ იქნა აღიარებული წარმატებულად, რომ ჩვენს ქვეყანში პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო ძალიან ქმედითი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც უნდა შეეფერხებინა კორონავირუსის გავრცელება. ეს პროცესი იყო თანმიმდევრული და გეგმის შესაბამისი. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობოდა სპეციალისტების მოსაზრებებს. სწორედ ამის შედეგია, რომ ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დაფიქსირებული და არა გაცილებით მეტი. სამწუხაროდ, ფართოდება კლასტერები და სულ უფრო რთულდება და მძიმდება იმ წყაროს დადგენა, საიდანაც ეს კლასტერები ვრცელდება.
"ორშაბათიდან, 27 აპრილიდან გარკვეული შეზღუდვების მოხსნა დაიწყება".
ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა ძალაში დარჩა
ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდაგავრცელების ეტაპზეა. ამასთან, დღეს სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში. შესაბამისად დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასობრივი გავრცელების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას გულისხმობს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მთავრობა ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმას 24 აპრილს გაგვაცნობს
დღეს, 21 აპრილს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთი თვე გავიდა.