LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ფიქრობს: “შესაძლოა, შეზღუდვა საღამოს საათებში გადაადგილებას შეეხოს”

160
ckitishvili-fb

საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს იმაზე, რა დამატებით წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. დღეს პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტიანობა უნდა გადაიხედოს. მოგვიანებით, საკითხზე განმარტება ინფრასტრუქტურის მინიტრმაც გააკეთა.

წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტიანობა უნდა გადაიხედოს: პრემიერი

მაია ცქიტიშვილმა იმ სავარაუდო რეგულაციების შესახებ ისაუბრა, რაც შეიძლება ქვეყანაში დაწესდეს.

„ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ეს შეიძლება იყოს უქმე დღეებში ან კვირის რომელიმე ერთ კონკრეტულ დღეში, ან სხვადასხვა დასახლებებში.

ასევე როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ასევე სხვადასხვა დიდი სავაჭრო ცენტრების ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გახარია: პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, პიკის მოსვლას დააჩქარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები