LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს

116
58443821_2241868382536786_8781559832130879488_n

მთავრობა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას გეგმავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე სტრუქტურის შემადგენლობისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე წამოიწია ჰესების მშენებლობის საკითხმაც. ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე ცალკე შეხვედრის გამართვა შესთავაზა, სადაც შეფასდება, როგორც უკვე მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები