LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სამ პრინციპზეა დაფუძნებული

130
11BEQA

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა და განმარტა, რომ ვირუსის გავრცელების დინამიკა განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების შემოსავალს, ბიზნეს, ეკონომიკას და ა.შ. ლილუაშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებამდე შეიქმნა, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა მიმდინარე საკითხებზე. ამ დროისათვის მთავრობის მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც სამ პრინციპზეა დაფუძნებული:

  1. მოქალაქეების ყოველდღიური ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება;
  2. ბიზნესის დახმარება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად;
  3. ინსტრუმენტების შემუშავება არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ სასტარტო პირობების დასაწევად.

პრემიერის მრჩეველი აცხადებს, რომ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული გლობალური გამოწვევის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას აქვს ორი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამოცანა.

„ამ ორი სტრატეგიული ამოცანის მიღწევისთვის, საქართველოს მთავრობამ, ჯერ კიდევ ვირუსის შემთხვევის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე შექმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა, რათა ეპიდემიური რისკების დასაწყისში მინიმიზაცია გაეკეთებინა, ხოლო შემთხვევის დაფიქსირებიდან ყოველდღიურად აგრძელებდა მუშაობას, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად ემართა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გარდა ამისა, გამომდინარე იქედან, რომ ზოგადად „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული გლობალური გამოწვევა გავლენას ახდენს და ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე, უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფში შემავალი ეკონომიკური ჯგუფი, პირველი დღეებიდან მუშაობდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, მოხდა საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადება, რომლითაც დღეის მდგომარეობით დაახლოებით 4500-მა კომპანიამ ისარგებლა. მათ შორისაა მცირე სასტუმროების პროცენტის სუბსიდირება; სასურსათო ფასების დაზღვევა სახელმწიფოს მხრიდან; დღგ-ს დამატებითი დაბრუნება, რომელიც დაიწყო და მომდევნო წლის განმავლობაშიც გაგრძელდება; კომუნალური გადასახადების სუბსიდირება დაახლოებით მილიონ-ნახევარზე მეტი ოჯახისთვის.

„ანტიკრიზისული გეგმის საწყისი ეტაპი ითვალისწინებდა საფინანსო და საბანკო სექტორის მხარდაჭერასაც. აქ რეგულატორმა ძალიან ეფექტიანად იმუშავა, რათა შეექმნა შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ მაგალითად გამოეთავისუფლებინა დაახლოებით 1,6 მილიონის კაპიტალი საბანკო სექტორისთვის და პოტენციური რისკებიდან გამომდინარე, საფრთხეების მაქსიმალურად შემცირებისათვის, რომელმაც საფინანსო სექტორს ლიკვიდობაზე დამატებითი წვდომა მისცა“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

მისივე განმარტებით, გეგმა შესაძლოა იცვლებოდეს როგორც მასში შემავალი ღონისძიებების თვალსაზრისით, ასევე თითოეულ ღონისძიებასთან დაკავშირებული მასშტაბების თვალსაზრისით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები