LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სავაჭრო ცენტრების, ქსელური მაღაზიებისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

111
Untitled

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას, არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების გზით, შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია მობილობის დაწევა, რისთვისაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს, რაც ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იგეგმება.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები

გარდა ამისა, დღესვე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

“ბუნებრივია, ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო საქმე – როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი და საჭირო, რომ ჩვენ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ტემპის შემდგომი ზრდა და პირიქით, მოვახდინოთ ვითარების სტაბილიზაცია”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.