LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის სახელით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებებთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს

185
პოლიცია

მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ცრუ შეტყობინებები SMS OFFICE-ისა და ემ ეს ჯგუფის სერვისების მეშვეობით გაიგზავნა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობა.

ერთ-ერთი კომპანია ემ ეს ჯგუფი პაატა ბურჭულაძის შვილებს ეკუთვნით. სწორედ იქ ჩატარდა გუშინ, 18 მარტს ჩხრეკა.

კორონავირუსზე ცრუ სმს-ები პაატა ბურჭულაძის შვილის თანამშრომელმა ხუმრობით გააგზავნა

მის ოფისში განუცხადა, სადაც ამ დროისთვის ჩხრეკა მიმდინარეობს

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის საქმეზე გამოკითხულია ათეულობით მოწმე და მიმდინარეობს ცრუ შეტყობინებების გავრცელებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა, მათთან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

მომხდარზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

 

პოპულალურები