მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე იქნება. იგი აღნიშნულ პოსტზე შალვა თადუმაძე შეცვლის, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მე მგონი, მას ყველა კარგად ვიცნობთ. ნათიას ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში. იგი მუშაობდა როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო შალვა თადუმაძის მოადგილე. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ თანამშრომლობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია თავისი გამოცდილებით, საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომით გაართმევს წარმატებით თავს ამ ამოცანას და მინდა, წარმატება ვუსურვო ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.