LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე ადგილს ვაფართოებთ და მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს – კახა კალაძე ოპოზიციას პასუხობს [ვიდეო]

2-7

დედაქალაქის მერი ოპოზიციის წევრებს მთაწმინდიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს კი ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ ურჩევს.

ეს განცხადება კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

„არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ხაბეიშვილს. ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ესენი არიან ერთი ტიპის ადამიანები, რომელთა განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი, შეიცავს ერთიან შინაარსს… თქვენ ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და … ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები,“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“გამოქანების” რჩევა ხაბეიშვილის მოწოდებას მოჰყვა, საგამოძიებო უწყების მიმართ. მისი მოთხოვნაა, კახა კალაძე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში დაიკითხოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძე “ყაზტრანსგაზის” არაოფიციალური მენეჯერია და ის დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია.

სოციალურ ქსელში შეიქმნილია გვერდი www.gamoeqa.net ვებგვერდზე მხოლოდ თბილისის ანძის ფოტოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები