LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტერმა “აზოვსტალზე” კონტროლის დამყარების მიზნით შეტევა განაახლა, წარმატება არ აქვთ: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

134
thumb_0gy4lr0gh93ci6s

რუსეთის ძალები მარიუპოლში „აზოვსტალის“ რაიონში უკრაინული დანაყოფების განადგურებას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას unian უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გრძელდება მარიუპოლში „აზოვსტალის“ რაიონში ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებისა და განადგურების მცდელობები. ცალკეულ რაიონებში, ავიაციის მხარდაჭერით, მტერმა განაახლა შეტევა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით. წარმატება არ აქვს“, – ნათქვამია გენშტაბის ცნობაში.

გარდა ამისა, მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევის განხორციელებას აღმოსავლეთის საოპერაციო ზონაში.

„რუსეთის ჯარების სარდლობა ცდილობს გაზარდოს შეტევის ტემპი უკრაინის აღმოსავლეთით, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასასვლელად, ასევე ცდილობს, განავითაროს შეტევა ზაპოროჟიეს და კრივოიროგის მიმართულებებზე“, – განაცხადეს უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები