LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო ღონისძიებები შეწყდა

240
llk

რუსთავში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო ღონისძიებები დროებით შეწყდა.

ღამის განმავლობაში მაშველები გააგრძელებენ მტკვრის ხეობის მონიტორინგს, დილიდან კი აქტიური სამძებრო ღონისძიებები მდინარეში კვლავ განახლდება.

ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში 35 წლამდე ასაკის მამაკაცი რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა.

მეთევზეებმა ნაპირზე მამაკაცის ტანსაცმელი ნახეს და 112-ში დარეკეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები