LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთვარეზე მოგზაურობას მალე დუბაიშიც შეძლებთ – გიგანტური სასტუმროს მშენებლობა იწყება

142
მთვარე

სულ მალე, ტურისტებს აღარ მოუწევთ მილიონობით დოლარის დახარჯვა მთვარის მოსანახულებლად ან იქ ღამის გასათევად. დუბაიში მთვარის ფორმის უზარმაზარი კომპლექსი გაიხსნება. როგორც უცხოური მედია წერს, ახალი მთვარის ფორმის მეგა კურორტის აშენებაზე 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება და მშენებლობა 2 წლის განმავლობაში დასრულდება.

კანადური არქიტექტურული კომპანია Moon World Resorts-ის ხელმძღვანელობით, დუბაის მთვარე, მიზნად ისახავს კოსმოსის მოყვარულ ტურისტებს შესთავაზოს ახალი თავგადასავლები. კომპლექსში მოხვედრილ სტუმრებს მთვარეზე სეირნობის განცდა ექნებათ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, სასტუმროს მთავარ კომპლექსში სულ 300 რეზიდენცია აშენდება და განთავსების ფასი საკმაოდ მაღალი იქნება.

„თუ პროექტის ინფრასტრუქტურისა და ბიუჯეტის მიხედვით ვიმსჯელებთ, სტუმრები ფუფუნების უმაღლეს დონეს ელიან, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე როდესაც საქმე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ეხება“, – წერს უცხოური პრესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები