LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშტი-კრივის და მაჩოობის გამო ქვეყანა ერთსა და იმავე ადგილას დგას. პოლიტიკოსები კი ყოველდღე მოსახლეობის ნდობას კარგავენ: ანა დოლიძე

47
ანა დოლიძე

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე გუშინ, ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, „მუშტი-კრივის და მაჩოობის გამო ქვეყანა ერთსა და იმავე ადგილას დგას. პოლიტიკოსები კი ყოველდღე მოსახლეობის ნდობას კარგავენ“.

მისივე განმარტებით მომხდარი დაპირისპირება ორპოლუსიანობის ნათელი მაგალითია, რაც ქვეყანას ღუპავს და კარგი იქნება თუ მთელი ყურადღება კონკრეტულ საქმეებზე იქნება გადატანილი, რომელიც მოსახლეობის დაკვეთას ეხმიანება.

„ეს დაპირისპირება ნათელი მაგალითია იმ ორპოლუსიანობის, რომელიც ღუპავს ქვეყანას, იმ სიძულვილის, რაზეც ფოკუსირებულია მთელი ჩვენი ქართული პოლიტიკა. სწორედ ამ სიძულვილის გამოა, რომ მოქალაქეები პოლიტიკოსებს არ ენდობიან, არჩევნებზე არ მოდიან და საერთოდ, პოლიტიკისკენ გამოხედვაც არ უნდათ. ეს დაპირისპირება და მუშტიკრივი ჩვენ უნდა დავასრულოთ. ჩვენი ამოცანაა, მთელი ყურადღება მედიაში და პოლიტიკაში გადავიტანოთ კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც მოსახლეობის დაკვეთას ეხმიანება. ეს კინკლაობა, მუშტი-კრივი, მაჩოობა, დაპირისპირება არის ის, რის გამოც ჩვენი ქვეყანა ერთსა და იმავე ადგილას დგას და რის გამოც ჩვენ, პოლიტიკოსები ყოველდღე მოსახლეობის ნდობას ვკარგავთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები