ცნობილი ბრიტანული ბრენდი „ჯონ ლუისი და პარტნიორები“ წინასაახალწლოდ მორიგ ჯადოსნურ რეკლამას ავრცელებს. წელს ბრენდისთვის ახალი წელი კოსმოსური და მაგიურია, სწორედ ამიტომ სარეკლამო რგოლის მთავარი სახე კოსმოსური ხომალდიდან ჩამოსული ლამაზი გოგონა სკაი გახლავთ. ახალ წელს დედამიწაზე ჩამოსული სკაი, პატარა ბიჭს ხვდება და მათ შორის ნამდვილი მეგობრობა იწყება.
„ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით, ჩვენს კოსმოსურ სიზმრებში“, – ნათქვამია რეკლამაში, რომელიც სრულდება კითხვით, „მზად ხარ მოულოდნელი სტუმრისთვის?“. ვიდეოს თან ახლავს ლოლა იანგის მიერ შესრულებული ძალიან ლამაზი სიმღერა Together in Electric Dreams.