საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ეხმიანება და „მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ ინიციატივაში და პროცესში გამოჩნდეს, ვინ რაზეა წამსვლელი“.
„მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში.
გასაგებია, რომ ნდობა 0-ზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუს-ით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა. მაგრამ ყველანაირი კომპლექსის გარეშე, მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი.
პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია პოზიციის დაფიქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ა.შ.“, – წერს ელენე ხოშტარია.