LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოვაწეროთ: ქართული ოცნება

146
Untitled design (1)

მმართველი პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ მზად არის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

“ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტია ხელმოწერისთვის მზად არის 43%-იანი მაჩვენებლით:

“ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე.

“ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით.” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მედიატორის ჩართულობით გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებითი წინადადებები შესთავაზა. მის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია.

დღესვე, პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ “ქართული ოცნება” მზად არის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g