LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს

531
ნუგზარ ფუტკარაძე

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული დეპუტატი, 62 წლის ნუგზარ ფუტკარაძე, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ნუგზარ ფუტკარაძის თანაგუნდელები ვარაუდობენ, რომ დეპუტატმა, რომელმაც მის სამაჟორიტარო ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა, ხელისუფლების დაშინებასა და ზეწოლას ვერ გაუძლო.

ნუგზარ ფუტკარაძის შესაძლო დაშინების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, გიორგი კირთაძემ, 2 კვირის წინ პრესკონფერენციაც გამართა. კირთაძემ მაშინ განაცხადა, რომ სუს-ის თანამშრომლები ფუტკარაძეს პარტიის დატოვების სანაცვლოდ 100 ათასი ლარს ჰპირდებოდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურმან დუმბაძის ინფორმაციით კი, ნუგზარ ფუტკარაძე მასთან საუბრებში სუს-ის ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ უყვებოდა.

„მომიყვა, რომ ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მასთან მიდიოდნენ სუს-ის თანამშრომლები და ეუბნებოდნენ, ან შენ, ან შენს ძმას ვალი ხომ არ აქვსო, გაგისტუმრებთო, ვითანამშრომლოთო, სუსი მითვალთვალებსო, ის კომფორტულად არ გრძნობდა თავს,“ – აცხადებს მურმან დუმბაძე.

magti 5g