LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიძლება, “ოცნებას” უჩივლოს – რას ედავება ოპოზიცია ივანიშვილის გუნდს

107
ნაცები

სიძულვილის ენა და აგრესიული პოლიტიკური ლექსიკა – ეს ის მთავარი მიზეზია, რის გამოც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიძლება, მმართველ გუნდს უჩივლოს.

პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, გამოიყენონ სამართლებრივი ბერკეტები “ოცნების” მხრიდან გამოყენებული ეპითეტების წინააღმდეგ, რომელსაც მმართველი გუნდის ლიდერები ოპონენტების მისამართით იყენებენ და ოპოზიციას კრიმინალებსა და რადიკალებს უწოდებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლება საზოგადოებაში ოპოზიციის მისამართით სიძულვილის გაღვივებას,  მიზანმიმართულად ცდილობს. მისივე თქმით, ეს წინასაარჩევნოდ დაგეგმილი კამპანიაა იმისათვის, რომ არჩევნებმა არა მშვიდობიან გარემოში, არამედ არეულობის ფონზე ჩაიაროს. 

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ  “ნაციონალურ მოძრაობას” და არც “ევროპულ საქართველოს” არ უნდა გაუკვირდეს, რომ მმართველი გუნდი მათ კრიმინალურ ოპოზიციურ პარტიებად მოიხსენიებს.

“პარადოქსია ის, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაზე გვიჩივის “ნაციონალური მოძრაობა”. “ნაციონალებს” და “ევროპულ საქართველოს” არ უნდა გაუკვირდეს, როდესაც ჩვენ დავუძახებთ და ვეძახდით კრიმინალურ ოპოზიციას. მაშინ, როდესაც მათი ლიდერების დიდი ნაწილი მსჯავრდებულია. ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.