ოჯახი მეორე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. როგორც „ფორტუნას“ დაკარგული მამაკაცის მეუღლემ განუცხადა, ქიშო დოლაბერიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის.
მაგდა თევდორაძემ ვრცელი მიმართვა რამდენიმე საათის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა:
„მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო გთხოვთ დამეხმარეთ!
დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე.
23 იანვრის 14:00-დან-15:00 საათის შემდეგ ვერ ვუკავშირდებით.
ხელვაჩაური-ბათუმი-ქუთაისის გზის ტერიტორიებზე იქნებ შენიშნეთ ვინმემ..
კამერების გადამოწმებით ირკვევა, რომ ბოლოს ბათუმიდან გამოდის ქუთაისის მიმართულებით…
გადაადგილდება ფეხით…
პოლიცია ვერ პოულობს ჯერჯერობით, მხოლოდ თქვენი იმედიღა შეგვრჩა, რომ უფრო მალე თქვენ დაგვეხმარებით.
თუ ვინმემ დაინახეთ, ან დაინახავთ, დარეკეთ ამ ნომერზე : 597 82 88 02 მაგდა.
??მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო გთხოვთ დამეხმარეთ!
დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე.
23 იანვრის 14:00დან-15:00…Posted by Magda Tevdoradze on ოთხშაბათი, 24 იანვარი, 2024
უმორჩილესი თხოვნაა გადააზიარეთ პოსტი ვინც ნახავთ!!“,– წერს მაგდა თევდორაძე სოციალურ ქსელში.