„ფრენების აღდგენას ასაღებენ, როგორც ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებას. კაციჭამია თუ შეიძლება იყოს ჰუმანიტარი? პუტინი არის ჰუმანიტარი კაციჭამია – ამას ამბობს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნა ვლადიმირ პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, ასე არ არის ფრენების შემთხვევაში, რადგან ავიამიმოსვლის აღდგენას ორმხრივი თანხმობა სჭირდება:
პეტიცია: უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებული იქნეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის
პეტიცია: უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებული იქნეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის
„უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება არის პუტინის გადაწყვეტილება, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენას სჭირდება ორმხრივი თანხმობა.
მხოლოდ რუსეთი ცალმხრივად პირდაპირ ფრენებს საქართველოში ვერ დანიშნავს, თუ თანხმობა არ ექნება. ეს საკითხი მხოლოდ ფრენებამდე და ვიზებამდე არ დადის.
დღევანდელ კონტექსტში რუსეთი აღიარებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ, გენოციდის ჩამდენად, პუტინის წინააღმდეგ მიმდინარეობს ჰააგაში გამოძიება, რუსეთი სანქცირებული სახელმწიფოა, აღარაფერს ვამბობ იმაზე და როგორც ჩანს, ეს ვერ გაითავისა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და თბილისიდან 20 წუთის სავალზე დგას ტანკით.
„უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე“ – დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
ამ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენის აღდგენას ახლა ასაღებენ როგორც ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებას, კაციჭამია თუ შეიძლება იყოს ჰუმანიტარი? აი, პუტინი არის ჰუმანიტარი კაციჭამია – ამას ამბობს „ქართული ოცნება“. – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.