LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევარ მილიონზე მეტი გაყიდული ბილეთი – Spice Girls ტურნეს აგრძელებს

252
spice-girls-tour-opener-2019-billboard-1548

11 წლის შემდეგ, ჯგუფი Spice girls სცენას დაუბრუნდა. ჯგუფმა 697,357 ბილეთი გაყიდა და უკვე 78.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. როგორც ცნობილია, თითოეულ შოუზე გოგონები, 6 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ .

Spice Girls-ის დაბრუნება! - ჯგუფის პირველი კონცერტი 10 წლის შემდეგ (ფოტო)

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა

ჯერი ჰოლიველი, მელანი სი, მელანი ბი და ემა ბანტონი 13 კონცერტს ინგლისში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში გამართავენ. შესაბამისად , 13– დან 10 კონცერტი გოგონების მშობლიურ ინგლისში ჩატარდება.

ტურნე სახელწოდებით, The Spice World 2019 Tour 24 მაისს დუბლინში დაიწყო და 15 ივნისს ლონდონში უემბლის სტადიონზე დასრულდება.
ცნობისთვის, 2012 წლის შემდეგ (Summer Olympics closing ceremony) ეს ჯგუფის პირველი ტურნეა ვიქტორია ბექჰემის გარეშე, რომელმაც რიგი მიზეზების გამო ჯგუფთან სიმღერაზე უარი განაცხადა.

Spice Girls დაბრუნდა! – პირველი ემოციური ფოტო და ვიდეომიმართვა

ცნობისთვის, გოგონები ვიქტორიასთან მოლაპარაკებებს თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა, მისი დათანხმება მაინც ვერ შეძლეს. მუსიკოსები ბექჰემზე იმდენად განაწყენდნენ, რომ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, მელანი ბიმ ის ჰელოუინზე განასახიერა. მომღერალს ხელში ბანერი ეჭირა წარწერით “ტურნეში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ”.

Spice girls ინგლისში 1994 წელს ჩამოყალიბდადა დღემდე ერთ–ერთ ყველაზე გაყიდვად ჯგუფად მიიჩნევა. 85 მილიონი გაყიდული ალბომით ჯგუფი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ჯგუფს პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Wannabe მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები