LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნახევარი მილიონი დოლარი გვითხრეს, რომ დათი უბრალოდ, გადარჩეს… ეს არ შეიცავს არც იმპლანტის საფასურს, არც სხვა არაფერს…“

39496
dati

„ქრონიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს, საზოგადოების ფინანსური დახმარება კვლავ სჭირდება.

მოცემულია ანგარიშის ნომრები, სადაც, თქვენი თანადგომის აღმოჩენის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დათის ოჯახს ფინანსურად დაეხმაროთ:

აღსანიშნავია, რომ დათის მამის განცხადებით, ამ ეტაპზე საჭიროა ნახევარი მილიონი დოლარი, რათა ბავშვი გადარჩეს.

პატარას ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობენ.

„დღესდღეობით ექიმები ვერაფერს გვპირდებიან, მაგრამ მოგვცეს დაახლოებითი გაანგარიშება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის საფასური, რაც არ შეიცავს არც იმპლანტის საფასურს, არც სხვა არაფერს. ეს თანხა არის იმისთვის, რომ დათი უბრალოდ, გადარჩეს. მისი ჭრილობა არის ღია. ძალიან დიდ ტკივილს განიცდის. ფიქრობენ, რომ ძალიან რთული იქნება მისი ოპერაციები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g