LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმედგეებმა „ენკას“ სამშენებლო ბაზის შესასვლელი ჩახერგეს

90
Capture.JPG9999999999999999

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმედგეებმა „ენკას“ სამშენებლო ბაზის შესასვლელი ჩახერგეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია „ენკას“ ავტომანქანებს გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.

ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკა“ მომუშავე პერსონალის გუმათიდან ქუთაისში გადაყვანას გეგმავდა. გოლეთიანის განმარტებით, „პროტესტი და ხმაური გაგრძელდება, რითიც ხეობაში მუშა პროცესს ხელს შეუშლიან“.

ქუთაისის მიმართულებით არავის ვუშლით გადაადგილებას, პირიქით, ეს ჩვენი მოწოდებაა კომპანიაზე, რომ დატოვონ რიონის ხეობა, დაიძრან ქუთაისის მიმართულებით. ამიტომ ამას წინ არ გადავუდგებით, პირიქით, ხეობაში შესვლის მცდელობა ქონდათ ცოტა ხნის წინ. ერთი პარალელური გზა არის, თქვენ არ იცით, პარალელური გზაა რიონის მოპირდაპირე მხარეს და იქ ჩვენი რამდენიმე მანქანა დგას, აკონტროლებს. ცოტა ხნის წინ ერთ ტრანსპორტი მოდიოდა იმ გზაზე, გავაჩერეთ, გამობრუნდნენ და შევიდნენ ბაზაში. აქედან სავარაუდოდ დააპირებდნენ ხეობაში დაბრუნებას. ჩვენ აღარ მივეცით ამის საშუალება, ვუთხარით, რომ წასულიყვნენ ქუთაისში. ვკეტავთ ხეობას და არ მივცემთ საშუალებას, რომ გადაადგილდნენ ხეობის მიმართულებით. დანარჩენი პროტესტის გამოხატვის ფორმა რაც იყო, საუბარია ხმაურზე, გაგრძელდება. ვნახოთ, რა შეიძლება, მოვიფიქროთ და დავამატოთ იმისთვის, რომ მუშა პროცესი გაგრძელდება თუ არა ხეობაში, შეუშალოს ამ პროცესს ხელი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

აქციის მონაწილეები აპირებენ, სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცენ – რა ვითარებაა გუმათში

მეც ვიყავი „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი და ეს საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა იყო – სუბარი

რაც ჩვენი თანხები სასაუბრო თემა გახდა, გადმორიცხვებმა მკვეთრად იმატა: მუსელიანი

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს