LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეც ვიყავი „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი და ეს საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა იყო – სუბარი

84
sozarsubari

გონიერება გვმართებს, „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი ვიყავი და რომ არ აშენდა, ეკონომიკისთვის ეს უდიდესი დარტყმაა, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოზარ სუბარის თქმით, მხოლოდ ცხელი და ალალი გული არ კმარა.

რაც ჩვენი თანხები სასაუბრო თემა გახდა, გადმორიცხვებმა მკვეთრად იმატა: მუსელიანი

„გონიერება გვმართებს ყოველთვის. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიმიღია ცხელ გულზე, მათ შორის, ვიყავი ერთ-ერთი აქტივისტი და დამწყები „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის და ეს იყო საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა. ხაიში, რომელიც გადავარჩინეთ დატბორვას, ჩემი მშობლიური სოფელია. ჭუბერთან ყველაზე ახლო სოფელია და ჩემი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ საქართველომ უზარმაზარი დარტყმა განიცადა იმით, რომ ხუდონის ჰესი არ აშენდა.

მაშინ რომ გაგვეაზრებინა ყველას, რას ვუკეთებდით საქართველოს ეკონომიკას, თვითონ ხაიშელებიც თანახმა იქნებოდნენ. იტყოდნენ, ოღონდაც საქართველოს ასეთი დარტყმა არ მივაყენოთ და თანახმა ვართ, სხვაგან გადავსახლდეთო. გონივრულად უნდა მივუდგეთ საკითხს და მხოლოდ ცხელი და ალალი გული არ კმარა თუ გონიერებაც არ დავუმატეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g