“მას შემდეგ, რაც ჩვენი ფინანსები სასაუბრო თემა გახდა, მკვეთრად იმატა გადმორიცხვებმა,” – ამის შესახებ “რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა” მარიტა მუსელიანმა ისაუბრა.
როგორც მუსელიანი განმარტავს, მათ უკვე მიმართეს აუდიტს.
“ჩვენთვის აუდიტი სავალდებულო არ არის და ვაპირებდით ანგარიშებისა და ხარჯის პირდაპირ გამოქვეყნებას. მერე გაირკვა, რომ ეს ძალიან დიდი მასალაა და ამის გადახედვა ძნელი იქნებოდა. ყველაზე სწორი და კარგი ფორმა იქნებოდა აუდიტი. აუდიტის იქნება დასკვნა ისეთი, რომელშიც სრულად წარმოჩინდება ყველაფერი და არავითარ შეკითხვას არ დატოვებს”- აცხადებს რიონის ხეობის მცველი.