LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, ეს მისი პირველი სწორი შეფასებაა: ირაკლი კობახიძე

90
5d6e49bee6f0b228ba5acb696433f640_XL (1)

ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ ახალი სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი ესკალაცია აიცილოს.

„მე მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა, ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეძლოს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები