LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილად მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ მალე ბატონი ვაჟა სახლში იქნება – ნინო ბურჯანაძე

452
240794321

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, დარწმუნებულია, რომ ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გამოუშვებენ. ბურჯანაძე ამბობს, რომ დატყვევებული ექიმის საკითხი ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე დააყენა.

“გუშინ მე განცხადება ფეისბუკზე არ გამიკეთებია, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ. მე არც გავაკეთებდი ასეთ არასერიოზულ განცხადებას ტყვეობაში მყოფ ადამიანთან დაკავშირებით, რომელ საათზე იქნება სახლში და რომელზე არა. იყო, სამწუხაროდ, “ოცნების” ტროლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

მე ყველა შეხვედრაზე, რომელიც მქონდა, დავაყენე ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლების საკითხი. დღეის მდგომარეობით, მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ ნამდვილად დავინახე მზაობა რუსეთის მხრიდან, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ბატონი ვაჟას სწრაფად გათავისუფლების პროცესს. ნამდვილად მაქვს სრული საფუძველი ვთქვა, რომ მალე ბატონი ვაჟა სახლში იქნება. ბუნებრივია, არც საათს და დღეს მე არ ვასახელებ,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 27-ე დღეა ოკუპანტების უკანონო პატიმრობაშია. ოსი სეპარატისტების მოთხოვნაა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღიაროს, რომ საზღვარი გადაკვეთა, რაზეც ექიმი კატეგორიულ უარს აცხადებს.

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წელს აგვისტოს ომში მონაწილეობდა მისი ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ ომის პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილი დაჭრილი პაციენტების გადარჩენას ცდილობდა.

ის რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს – ე. წ. КГБ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებზე

ცნობილ ექიმს სახელმწიფო საზღვრის შეგნებულად დარღვევისთვის ორი თვე უკვე შეუფარდეს.გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ ხმა

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები