LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა და კულტივირება – პოლიციამ თბილისში 3 პირი დააკავა

460
კსჯცკლჯ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა. უწყების ცნობით, ერთი პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მეორე პირის ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება მესამე პირს, მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანა და კულტივირება ედება ბრალად.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები