მარტში NASA-ს სტატიკურმა აპარატმა „ინსაითმა“ წითელ პლანეტაზე ორი საკმაოდ მძლავრი მიწისძვრა დააფიქსირა. როგორც ცნობილი ხდება,  ბიძგები მარსის ეკვატორის სიახლოვიდან მოდიოდა, უფრო კონკრეტულად კერებრუს-ფოსაეს რეგიონიდან, რომელიც მარსზე გეოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადგილია.

7 და 18 მარტს დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრემ 3,1 და 3,3 მაგნიტუდა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ასეთივე სიმძლავრის ბიძგები ამავე რეგიონში 2019 წელსაც დაფიქსირდა.

მარსზე ვულკანიზმის გამომწვევი მთავარი მიზეზი ვულკანიზმია, იმის გათვალისწინებით, რომ წითელ პლანეტას არ აქვს ტექტონიკური ფილები, რომლებიც დედამიწაზე მიწისძვრათა უმეტესობას იწვევს.

მარსზე პირველი სახლი გაიყიდა – ფასი  500 000 დოლარია

მეცნიერებს „ინსაითის“ მარსზე გაგზავნამდე კარგა ხნით ადრე, ჯერ კიდევ 1976 წელს ჰქონდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ წითელ პლანეტაზე მიწისძვრები ხდებოდა. მაშინ ხომალდმა „ვიკინგ 2-მა“ დააფიქსირა მოვლენა, რომელიც შესაძლოა ბიძგი ყოფილიყო, თუმცა 70-იან წლებში არსებული ტექნოლოგიები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ცხადი გაეხადა, ბიძგი სეისმურმა აქტივობამ გამოიწვია თუ ძლიერმა ქარმა.

მიწისძვრის დადასტურებულად დაფიქსირება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც „ინსაითი“ მარსზე დაეშვა. როვერმა წითელ პლანეტაზე პირველი ბიძგები დაშვებიდან მალევე დააფიქსირა.

„ნასასთვის“ „ინსაითის“აღმოჩენებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ, ეტაპ-ზე მეცნიერებს ძალიან მწირი წარმოდგენა აქვთ მარსის ბირთვსა და მანტიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაზეც მეტის გაგებას სწორედ თავიანთი როვერის მეშვეობით იმედოვნებენ. ცნობილია, რომ დროებით გათიშვამდე „ინსაითი“ კიდევ ორ თვეს შეძლებს მუშაობას და ინფორმაციის შეგროვებას. შემდეგ კი დროებით გაითიშება, რადგან მისი მზის პანელები ამ ეტაპზე საკმაოდ დამტვრიანებულია და დასატენად საკმარის შუქს ვეღარ იღებს.

გამორთვის შემდეგ „ინსაითი“ მარსის მზესთან უფრო მიახლოებას ან ქვიშის ქარიშხალს უნდა „დაელოდოს“, რომელიც მის პანელებს მტვრისგან გაწმენდს.

 

მსგავსი თემები