LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ასათიანი: „ჩემი წარმატების ნახევარი დედამთილს ეკუთვნის…“

977
natasatiani

ირმა სოხაძის ქალიშვილი, ტელეწამყვანი ნატა ასათიანი, რომელიც ახლახან „რუსთავი 2“-ის თოქშოუს წამყვანი გახდა რუსკა მაყაშვილთან, სტეფანესთან, ნელი აგირბასა და მარიამ სანოგოსთან ერთად, ჟურნალ „სარკეს“ ესაბრა და აღნიშნა, რომ საკუთარ დედამთილს ემადლიერება.

თქვენს შემთხვევაში არ ამართლებს სტერეოტიპი, რომ ქალს ოჯახური ცხოვრება წარმატებულ კარიერაში ხელს უშლის.

ნატა ასათიანი:

მე, უბრალოდ, ძალიან გამიმართლა ერთი კონკრეტული მიმართულებით – ეს არის ჩემი დედამთილი. რისთვისაც კი მიმიღწევია, რა სიგელი თუ სერტიფიკატი მომიპოვებია, ნახევარი ჩემს დედამთილს ეკუთვნის. რომ არა ასეთი დიდი მხარდაჭერა, ვერ იქნები წარმატებული ერთდროულად კარიერაშიც და ოჯახშიც. ოჯახში შეიძლება მეუღლემ ბევრ რამეზე თვალი დახუჭოს, მაგრამ ბავშვებს ყურადღებას ხომ ვერ მოაკლებ? როცა ბავშვებს დიდი დოზით აქცევ ყურადღებას, საქმე აუცილებლად ფუჭდება.

როგორც ამბობენ, ყველა ძლიერი კაცის უკან ძლიერი ქალი დგას. ასეც შეიძლება შევცვალოთ – ყველა ძლიერი ქალის უკან ასეთივე ძლიერი ქალია, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ქალები არიან დედამთილი და დედა, რომლებიც ძალიან მეხმარებიან იმაში, რომ ვიყო წარმატებული საქმეში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები