LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნათელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი წავიდა ჩვენგან“ –  დუმის დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკიზე

1496
jirinovski

ვლადიმერ ჟირინოვსკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტელეგრამზე“ დუმის დეპუტატი ვიაჩესლავ ვოლოდინი ავრცელებს.

„ნათელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი წავიდა ჩვენგან, ის ყოველთვის იყო მოვლენების ეპიცენტრში, მისი პიროვნება იმდენად მასშტაბურია, რომ რთულია რუსეთის ისტორია წარმოვიდგინოთ მის გარეშე, მისი საუკეთესო შეფასება გახლავთ, ერთგული და პატრიოტი ადამიანი, ჩვენთვის ეს უდიდესი დანაკარგია“ – წერს ვოლოდინი.

ინფორმაცია ჟირინოვსკის გარდაცვალებაზე რამდენჯერმე გავრცელდა რუსულ მედიაში, თუმცა, არც ერთხელ დადასტურდა. დღეს მისმა პარტიამ და რუსეთის დუმამ ოფიციალურად აღიარეს, რომ ჟირინოვსკი გარდაიცვალა.

ჟირინოვსკის პარტიაში ლიდერის გარდაცვალებას არ ადასტურებენ, მაგრამ მის შემცვლელს ეძებენ

მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც ჟირინოვსკის ჯანმრთელობა აწუხებს, ის ცოცხალია: ვიაჩესლავ ვოლოდინი

„აცადეთ, ადამიანი კვდება“ – ექიმი ჟირინოვსკის მდგომარეობას აფასებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები