ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე უკრაინაში გმირულად დაღუპულ ნიკა შანავას გარდაცვალებას ეხმაურება.
ფანჯიკიძე მიმართავს მთავრობას, შანავას პატივი მიაგონ ისე, როგორც ეკადრება.
“წერა თუ დავიწყე, ვერ გავჩერდები. ორი წინადადებით მირჩევნია გამოვხატო ის, რაც ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის 98%-სთვის უკამათოა. ამ პატარა რომანტიკოს გმირს მიაგეთ პატივი, როგორც ეკადრება, მთავრობა. აჯობეთ თავს. პატარა ბიჭისთვის მაინც ნუ დაგენანებათ,” – წერს ნათია ფანჯიკიძე.
ცნობისთვის,უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან ბრძოლაში 21 წლის ნიკა შანავა დაიღუპა.
ნიკა შანავა, უკრაინაში თავის 19 წლის ძმასთან, ლუკა შანავასთან ერთად 16 მარტს გაემგზავრა.
გუშინ კი, ქალაქ იზიუმთან გამართულ მრავალსაათიან და უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა.
