LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილი გიო ხუციშვილთან გამომშვიდობებას იხსენებს: „ის ბოლო სიმღერა ყველაფერი იყო…“

445
natogelashvili

ნატო გელაშვილი „ფარულ კონვერტში“ დიდ ცხოვრებისეულ დანაკარგებს იხსენებს. მათ შორისაა გიო ხუციშვილი და მათი განსაკუთრებული ურთიერთობა:

„გიო მყავდა ოჯახის მერე, როგორც საკუთარი ძმა. გიოს დაღუპვის შემდეგ მივხვდი – შეიძლება, გყავს ძალიან დიდი სამეგობრო, მაგრამ გყავს ერთეულები, ვისთანაც შეგიძლია ყველაფერი ამოთქვა. გიო იყო ერთ-ერთი მათგანი. მას რომ ეცოცხლა, მე გამომიყვანდა მძიმე მდგომარეობიდან, რომელიც ოჯახის წევრების გარდაცვალებამ მომიტანა…

როცა გიოს ხელი მოვკიდე მის ბოლო კონცერტზე, მივხვდი, რომ ხელს ვერ იჭერდა, სრულიად სხეულით ცახცახებდა, დავიწყე სიმღერა და სიმღერაზე არ ვფიქრობდი. გიო მანამდე კულისებში იწვა და ძლივს წამოაყენეს. მივხვდი, რომ ხელს ვერ იმორჩილებდა და უნდა დამეჭირა. მეჭირა მისი ხელი და უკვე ვეღარ ვიკავებდი თავს. ვუყურებდი თვალებში… სულ დაძაბულები ვიყავით. ალბათ, იმ ხელის მოკიდებაში გამოვემშვიდობე და ყველაფერი იყო ის ბოლო სიმღერა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები