LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს სამიტზე პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველსთვის დახმარების პაკეტს მივიღებთ – სტოლტენბერგი

58
იენს სტოლტენბერგი 1

ნატოს სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ალიანსის გენერალური მდივანი პარტნიორების მხარდაჭერაზე საუბრობს. 

„ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა“ – რა მოლოდინი აქვს პრემიერს ნატო-ს სამიტის წინ

როგორც იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, სამიტზე მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ისეთი პარტნიორი ქვეყნებისთვის მიიღებენ, როგორიც არის საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა:

“ამ კვირაში, მადრიდში გამართული ნატოს სამიტი გარდამტეხი იქნება – ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, მათ შორის, უსაფრთხოების ახალი რეალობის გათვალისწინებით, შემუშავდება ახალ სტრატეგიული კონცეფცია.

სამიტზე ჩვენ შევთანხმდებით უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა ეპოქის სამხედრო ტექნიკიდან ნატოს თანამედროვე აღჭურვილობაზე გადასვლაში.

ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატოს უახლოეს პარტნიორებთან.

მისასალმებელია, რომ ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის რესპუბლიკა პირველად შემოგვიერთდებიან ჩვენს სამიტზე.

მონაწილეობას მიიღებს საქართველო და ევროკავშირიც.

ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის – საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის და მოლდოვას რესპუბლიკისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ცხადი გახდება, რომ მოკავშირეები რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევენ საერთო უსაფრთხოებისთვის.

შეგახსენებთ, ნატოს სამიტი ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს იმართება.

სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები