LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი გაყინულია, სამიტზე ხაზგასმით ითქვა, რომ ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ მაპის მიღების შემდეგ შეგვიძლია: ვაშაძე

50
გიორგი ვაშაძე

“საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი გაყინულია. ამ სამიტზე პირველად ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ მაპის მიღების შემდეგ შეუძლია.” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და ამბობს, რომ ეს უკუსვლაა.

ვაშაძე ოპოზიციის საერთო მიზნებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ყველას ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვონ “ქართულ ოცნებას” შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება, რომ დააჩქარონ ნატო-ში ინტერგრაცია და ასევე, მეორე მხრივ, ხელისუფლება შეცვალონ:

“გუშინ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ზემნიშვნელოვანი სამიტი, ნატო-ს სამიტი გაიმართა, რომელზეც 2 მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთან დაკავშირებით, ერთი კარგი და ერთი ძალიან სამწუხარო. კარგია, რომ სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტი, მიჩნეულია საქართველოს ნატო-ში და დასავლურ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში გზამკვლევად, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი გაყინულია.

ამ სამიტზე პირველად ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შეუძლია მხოლოდ მაპის მიღების შემდეგ. ეს არის უკუსვლა. “ქართული ოცნება” დამნაშავეა იმაში, რომ 2016 წლის შემდეგ არცერთი ახალი ფრაზა არ ხვდება არცერთ დოკუმენტში საქართველოსთან მიმართებით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია.

ჩვენი ყველას ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მოვთხოვოთ “ქართულ ოცნებას” შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება, რომ დავაჩქაროთ ნატო-ში ინტერგრაცია და მეორე, შევცვალოთ ხელისუფლება, გაყინული ნატო-ში ინტერგრაციის პოლიტიკა გადავიყვანოთ ქმედით აქტიურ პოლიტიკაში, აქტიურ ფაზაში, რომელიც დაგვაახლოვებს ნატო-სთან.” – განაცხადა ვაშაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები