LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს შტაბბინაში კორონავირუსი დაფიქსირდა

256
b040804a
8 April 2004
2nd Meeting of the Military Committee in Permanent Session in 2004
Overview view of the meeting in session.

ნატომ კორონავირუსის შემთხვევა დაადასტურა. ვირუსი ბრიუსელის ოფისში მომუშავე ერთ ადამიანს გამოუვლინდა.

ორგანიზაციაში მომუშავე პირი ჩრდილოეთ იტალიაში იყო სამოგზაუროდ. მან თავი ცუდად იგრძნო და ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა. ახალ კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.  ინფიცირებული ამ დროისათვის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ცნობით, ტესტის პასუხის მიღებიდან რამდენიმე წუთში ნატოს შტაბში მომუშავე ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო მომხდართან დაკავშირებით, რადგან მაქსიმალურად მომხდარიყო ვირუსის გავრცელების პრევენცია.

რითი განსხვავდება COVID-19 ჩვეულებრივი გრიპისგან – დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები