LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოში გაწევრიანების რა შანსები აქვს საქართველოს – როგორ დასრულდა თბილისში გამართული დისკუსია

346
73008442-1344716365705540-4689710357126578176-n (1)

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა და გამოწვევები – ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის”  ორგანიზებით თბილისში დისკუსია გაიმართა.

როგორც “ფორტუნას” ორგანიზატორებმა აცნობეს, მთავარი განსახილველი საკითხები იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობები, არსებული გამოწვევები და ქვეყნის უსაფრთხოება.

“საინტერესო დისკუსია შედგა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოითქვა. დახურულ  ფორმატში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სხვადასხვა გზებისა   და  ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების სხვა ოპტიმალურ ვარიანტებზე ვიმსჯელეთ”, – განაცხადა “ჯეოქეისის”   დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა. 

ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, უილიამ ლეჰიუ, დაესწრო.

მან განაცხადა, რომ საქართველო ნატოსთვის მთავარ პარტნიორად რჩება.

„დისკუსიის ნაწილი, რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრიანება იყო. ჩვენ   ამ მიზნის მიღწევის გზებზე ვისაუბრეთქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს,  რომ  ნატო-ს წევრი გახდეს. საქართველო კი  ნატო-სთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ვფიქრობ, ასეთი შეკრებები და მსგავსი ორგანიზაციების არსებობა მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის. დღეს შეიქმნა სივრცე, სადაც ქართულ საზოგადოებასთან ერთად,  ქვეყნის მომავალზე დისკუსიის  გამართვაა შესაძლებელი. ქვეყანამ უნდა იმსჯელოს, რა იქნება საქართველოსთვის  უკეთესი და  ამის შემდეგ გააკეთებთ არჩევანს  ქვეყნის  სწორი განვითარებისთვის“ – განაცხადა ვილიამ ლეჰიუმ.

დისკუსიაში სამოქალაქო და საჯარო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი” მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას მომავალშიც გეგმავს. დამფუძნებლების განცხადებით, ორგანიზაციის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორების, მოკავშირეებისა და მხარდამჭერებისთვის ქვეყნის შესახებ ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების გაძლიერების და შეუქცევადობის ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებელი ანალიტიკური და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება, ასევე საზოგადოების სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო და სამართლებრივი თვითშეგნების ზრდის პროცესის ხელშეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები