LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაწილობრივ სასიამოვნო დღეა, ჩემს უკან ხედავთ ბეჰემოთის ქანდაკებას, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა” – თბილისის მერმა და პრემიერმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

282
Untitled design (3)

პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა 2015 წლის 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

ადგილზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები და სასულიერო პირებიც, მათ გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი ლოცვები წაიკითხეს.

დღეს მზიურის პარკში 13 ივნისის ტრაგედიის სიმბოლოს, ბეჰემოთი “ბეგის” ქანდაკება გაიხსნება.

“ნათელში იყოს ყველა გარდაცვლილის სული, 21 ადამიანი დაიღუპა, 2 უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

ნაწილობრივ სასიამოვნოა დღევანდელი დღე, იმ თვალსაზრისით, რომ ჩემს უკან ხედავთ ბეჰემოთის ქანდაკებას, რომელიც იმ რთულ დღეს, იმ რთულ დილას ქალაქში დინჯად დააბიჯებდა, ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება მზიურის პარკში განთავსებულიყო.

ვისურვებდი, ამ ქანდაკების ირგვლივ მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება, წარმატება იყოს და სულ ძლიერება ჰქონდეს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას აკეთებს მერია, რომ 7 წლის წინ მომხდარი ტრაგედია არ განმეორდეს, მერმა აღნიშნა, რომ ქალაქის ქაოტური განაშენიანება 2017 წელს დასრულდა:

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ არის გაცემული იქ, სადაც მშენებლობა არ შეიძლება. შეგიძლიათ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართოთ და მიიღებთ ყველანაირ ინფორმაციას, არის თუ არა ეს კონკრეტული ნიშნული საშიშ ზონაში. ეს არის მიზანმიმართული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, – ამბობს კახა კალაძე.

როდესაც ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხები, ყველაფერს ვიტყვით, რეალურად რა ხდება: კალაძე

 

ფოტო მთავარ სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g