LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხები, ყველაფერს ვიტყვით, რეალურად რა ხდება: კალაძე

510
კალაძე კობახიძე

როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხები, ყოველთვის – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერი გამოეხმაურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის იმ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თეორიულად თუ ევროკომისია და ევროსაბჭო ევროპარლამენტის რეზოლუციას გაიმეორებენ, „ჩვენი მხრიდან“ ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია.

„ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს ვიტყვით, რეალურად რა ხდება“, – თქვა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, იმედოვნებს, რომ ოპოზიციის მცდელობა, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, შედეგს ვერ გამოიღებს და ქვეყანა ამ სტატუსის მოპოვებას შეძლებს.

“ოპონენტებისგან რომ დავიწყოთ, ოპონენტებისგან არაფერს კარგს არ ველოდებით, გარდა იმისა, რომ მათი მცდელობა არის და ყველაფერს აკეთებენ – ეს სტატუსი არ მივიღოთ. მე ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რომ ქვეყანამ ეს სტატუსი მიიღოს. თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, თუმცა მგონია, რომ, გადაწყვეტილება დადებითი იქნება”, – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g