LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI: პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 32% აფასებს, პრემიერის – 27%

166
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC- საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას მოსახლეობის 45% საშუალოდ აფასებს, 32% ცუდად, 14% კი კარგად.

მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 31% კარგად აფასებს, 36% საშუალოდ, 27% ცუდად.

NDI-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8 -10 პროცენტით შემცირდა.

NDI: მოქალაქეებში ევროკავშირის მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, 73% კი კვლავ NATO-ში გაწევრიანების მომხრეა

 

 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 31%-ის აზრით, პარლამენტის საქმიანობა ცუდია, 50%-ის აზრით – საშუალო, 12%-ის აზრით კი კარგი.

ამავე კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას ცუდად 31% აფასებს, საშუალოდ 50%, კარგად კი 12%.

პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ.

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.

NDI: გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ხალხის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს

“ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს” – NDI

mazda magti 5g