ნიაზ დიასამიძის სრულიად ქართული ტური “ვოისზე”, სუპერთანამედროვე ელფერით

1073
ვოისი-5

ნიაზ დიასამიძის სამეული ,,ვოისის” ლაივტურზე მერი ქედელიძე, ლუკა ლილიაშვილი და ხატია ქინქლაძე ქართული სიმღერებით წარდგნენ მწვრთნელებისა და მაყურებლის წინაშე. სამეულიდან გამორჩეული გახლდათ ლუკას შესრულება, რომელმაც, როგორც სტეფანემ შენიშნა, ,,რა კარგი იყავ მაშინ”, მიუხედავად ტრადიციული არანჟირებისა, თავად სუპერთანამედროვედ შეასრულა. განსაკუთრებული იყო ასევე ხატია ქინქლაძის პერფორმანსიც. მან ჯგუფ “ქვემეხთან” ერთად დაწერილი კომპოზიცია “თავისუფლება” ბენდისა და ნიაზის აკომპანემენტით წარმოადგინა. არანაკლებ კარგი იყო მერი ქედელიძის შესრულებაც, თუმცა მაყურებლის რჩეული ლუკა გახდა, ხოლო ნიაზმა, ფიქრის შემდეგ, ნახევარფინალურ ტურში ხატია ქინქლაძე გადაიყვანა.

ვოისი

რა აჩუქა სალიომ ,,ვოისის” გუნდის წევრს და ვინ გადაინაცვლა ნახევარფინალში

,,მინდა, ხვალ ყველამ იმაზე ილაპარაკოს, როგორ გააკეთა ეს იკაკომ…”

,,ნიკოლოზ რაჭველი ყოველ შაბათს ,,ოსკარებს” გვიწყობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები