LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში 28 წლის თორნიკე მანველიძეს საქართველოს მოქალაქის სასიკვდილოდ დაჭრის ბრალდებით ეძებენ

311
თორნიკე მანველიძე

ნიდერლანდების ცენტრალური ოლქის პროკურატურა 28 წლის საქართველოს მოქალაქეს თორნიკე მანველიძე ეძებს, რომელსაც ბრალად უტრეხტში 32 წლის საქართველოს მოქალაქის სასიკვდილოდ დაჭრა ედება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი 19 სექტემბრის, დაახლოებით, 18 საათზე, უტრეხტის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

ერთ-ერთი მსხვერპლი, 32 წლის მამაკაცია საქართველოდან, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, მანველიძის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში პოლიციას მიმართონ. ასევე, ეჭვმიტანილის შემჩნევის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ და პირდაპირ პოლიციაში დარეკონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g