LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფერი ვიცი… რამდენიმე დღის წინ გავაცილე ჰოლანდიაში…“ – რას ამბობს ცნობილი მწერალი შვილზე, რომელიც ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

627
Untitled design (14)

ცნობილი მწერლის, გოჩა მანველიძის შვილი, თორნიკე მანველაძე ნიდერლანდებში, 32 წლის ქართველი მამაკაცის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა ბრალდებულის მამა, რომელიც ამბობს, რომ შვილი საზღვარგარეთ რამდენიმე დღის წინ გააცილა და მკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

რას ამბობს გოჩა მანველიძე შვილზე, რომელმაც ნიდერლანდებში ქართველი მოკლა

რას ამბობს გოჩა მანველიძე შვილზე, რომელმაც ნიდერლანდებში ქართველი მოკლა

Posted by ამბები ყველასთვის on ხუთშაბათი, 21 სექტემბერი, 2023

 

შეგახსენებთ  ნიდერლანდების ცენტრალური ოლქის პროკურატურა 28 წლის საქართველოს მოქალაქეს თორნიკე მანველიძე ეძებს, რომელსაც ბრალად უტრეხტში 32 წლის საქართველოს მოქალაქის სასიკვდილოდ დაჭრა ედება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი 19 სექტემბრის, დაახლოებით, 18 საათზე, უტრეხტის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები