LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია „რუსთავი 2″-ისგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს

678
image-10 (2)

„რუსთავი 2″-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2″-ისგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული, ამ ვადით იყო ის თანამდებობაზე დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მლნ დოლარის ოდენობით. ეს არის ზიანი, რაც მას მიადგა „რუსთავი 2“-დან ხელშეკრულების დარღვევით. თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობით, ეს არის ნიკა გვარამია. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად წერილობით ვაცნობოთ „რუსთავი 2“-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ შემდეგ მათ პასუხს”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g