„თუ ვინმე კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, თუ ვინმე კანონს არღვევს ყოველდღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს, ეს არის რეჟიმი,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.
ნიკა მელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები პერმანენტული გახდება.
„რასაც დღეს ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი პროპაგანდისტული არხებით, შეშინებულმა და აცახცახებულმა განცხადებები განცხადებებზე ავრცელონ, თითქოს თურმე ჩვენ არ გვაქვს შეკრების, მანიფესტაციის, მსვლელობის უფლება, ეს ხომ კიდევ უფრო ღიმილის მომგვრელია. ეს ხომ კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს თითოეულ ჩვენგანს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ეს პროტესტი უფრო და უფრო მწვავე, თუმცა, არაძალადობრივი უნდა გახდეს. ეს ასეც იქნება.
ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ ავტობუსებით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული
დღეს რა განცხადებაც გაავრცელა ხელისუფლებამ, ეს ხომ ფეხზე მყარად მდგომი ხელისუფლების განცხადება არ არის. ვის ატყუებენ იმით, რომ თურმე ადამიანი ციხეში დატყვევებული არ ჰყავთ და მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ, მსვლელობა და მშვიდობიანი, არაძალადობრივი მანიფესტაცია კონსტიტუცია წინააღმდეგობაში მოდის?
არავის ეშინია არც წყლის ჭავლების და არც რობოკოპების: ზაალ უდუმაშვილი
თუ ვინმე კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, თუ ვინმე კანონს არღვევს ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს, ეს არის რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ასე იქცევა, უნდა ვარყიოთ მანამ, ვიდრე არ ჩამოინგრევა. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება ამ რეჟიმის რყევით და საბოლოოდ ჩამონგრევით, ახალი არჩევნებით,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მეტრო “ავლაბრიდან” ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ