ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ. მონაწილეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა, რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხთან ერთად რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოლებენ. იქ შეკრებილი მოქალაქეები, ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 თებერვალს, ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცოპერაცია ჩატარდა. დილიდან პოლიციელები და მაშველები იყვნენ მობილიზებული. შემდეგ კი, ნიკა მელია დააკავეს.
სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს